2014 წლის 28 ივლისს ბსუ-ს ბიბლიოთეკაში ტემპუსის პროექტით შემოსული წიგნების სია

2014 წლის 28 ივლისს ბსუ-ს ბიბლიოთეკაში ტენდერით შემოსული წიგნების სია

2014 წლის 20 ივლისს ბსუ-ს ბიბლიოთეკაში ტენდერით შემოსული წიგნების სია

2014 წლის 11 ივლისს ბსუ-ს ბიბლიოთეკაში ტენდერით შემოსული წიგნების სია

2014 წლის თებევალ, მარტ, აპრილ, მაისსა და ივნისში ბსუ-ს ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი

შეხვედრა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის მონაწილე სტუდენტებთან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ კონკურსის საფუძველზე სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის მონაწილე სტუდენტები შეარჩია. ოთხი საუკეთესო სტუდენტი რვა თვის განმავლობაში შეისწავლის საბიბლიოთეკო დოკუმენტების სისტემატიზაციას, ინვენტარიზაციას, საავტორო უფლებების დაცვას, ბეჭდური კოლექციის განლაგებას წიგნთსაცავში, ფონდების დაცვასა და ჰიგიენას, მკითხველთან ურთიერთობისა და მომსახურების წესებს. ილია ჭავჭავაძის სამკითხველო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა ლელა თურმანიძემ გამარჯვებულ კონკურსანტებს წარმატება მიულოცეს და 2013 წლის პროგრამის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს.



ბიბლიოთეკის კვირეული

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ 15-18 ოქტომბერს გამართა ბიბლიოთეკის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალურ სამკითხველო დარბაზში, პირველკურსელთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, ყოველდღიურად ტარდებოდა პრეზენტაცია ბიბლიოთეკის რესურსე–ბისა და მათი სარგებლობის წესების შესახებ.



ახალი წიგნები

2013 წლის იანვარ–თებერვალ–მარტ-აპრილ-მაისს, ივნისს, ივლისში რსუ–ს ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი 

2012 წლის ნოემბერ–დეკემბერში რსუ–ს ბიბლიოთეკებში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი

2012 წლის სექტემბერ–ოქტომბერში რსუ–ს ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი

2012 წლის ივლის-აგვისტოში რსუ–ს ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი

2012 წლის მაისს–ივნისში რსუ–ს ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი

თენგიზ ხინიკაძე

,,STATISTICA პროგრამული პაკეტის გამოყენების საფუძვლები“, რსუ

სახელმძღვანელოში განხილულია პროგრამული პაკეტის STATISTICA გამოყენების შესაძლებლობები მონაცემთა თანამედროვე ანალიზის სფეროში. კორელაციური, რეგრესიული, დისპერსიული, დისკრიმინანტული, ფაქტორული, კლასტერული ანალიზების ჩატარების ხერხები და მეთოდები; ასევე კლასიფიკაციის ხეებისა და გრაფიკული ინსტრუმენტების მართვის მრავალრიცხოვანი საშუალებების გამოყენება. მოყვანილია ზოგადი ცნობები ნეირონული ქსელების შესახებ; აღწერილია ტექნიკური ნეირონის მოდელი. ნეირონული ქსელების საშუალებით გადაწყვეტილია აპროქსიმაციის, კლასიფიკაციისა და პროგნოზირების ამოცანები. იგი განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ინსტრუმენტალური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა ანალიზის შესრულების ყველა მსურველისთვის.  



ინდიკო აბაშიძე

,,საგზაო მოძრაობის წესები, ავტომობილი მოძრაობაში და უსაფრთხო მართვის საფუძვლები“, რსუ 2011

სახელმძღვანელოში დასაბუთებული და განმარტებულია საგზაო მოძრაობის წესები, განხილულია ავტომობილის მოძრაობის კანონები, უსაფრთხო და ეფექტური მართვის ხერხები, ავტომობილის განვითარების ტენდენციები და ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. აღწერილია საგზაო - სატრანსპორტო სიტუაციებში დაზარალებულებზე სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის პრინციპები და საავტომობილო ტრანსპორტის სამართალმცოდნეობის საფუძვლები. განკუთვნილია სატანსპორტო მიმართულებების სტუდენტებისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მომზადებისათვის, ავტომობილების ინდივიდუალური მფლობელებისათვის და მოყვანილი პრობლებებით დაინტერესებულ მკითველთა ფართო წრისათვის.  



რეზო ჯაბნიძე

„სუბტროპიკულ მცენარეთა აგროტექნოლოგია“. რსუ 2011

სახელმძღვანელოში, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებებში მკვლევრის მიერ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე, მოცემულია ჩაის კულტურის, სუბტროპიკულ–ხეხილოვანი, სუბტროპიკულ–ტექნიკური კულტურების და სამკურნალო მცენარეთა ბოტანიკურ მორფოლოგიური დახასიათება, აგრობიოლოგიური და აგროეკოლოგიური თავისებურებანი. მეცნიერი ჩაის და სუბტროპიკული კულტურების გეოგრაფიული გავრცელების არეალის განსაზღვრისა და მისი ლოკალიზაციის მოკლე ისტორიის წარმოდგენის საფუძველზე მებაღეებს სთავაზობს მეტად აუცილებელ რჩევებს ამა თუ იმ მცენარეული კულტურის გაშენება-გამრავლებისა და მოვლა-პატრონობის საკითხებთან დაკავშირებით. ნაშრომი უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის სტუდენტების გარდა, დიდ სამსახურს გაუწევს აგრარულ სფეროში მომუშავე მეცნიერებს, სპეციალისტებს, ამ დარგით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.  


ირაკლი მანველიძე

„ევროკავშირი–გლობალური საერთაშორისო აქტორი“, თბილისი 2011

ევროპული ცივილიზაციისაკენ შემობრუნების გზაზე მდგომი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. წიგნში გადმოცემულია ევროკავშირის მიერ მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული პოლიტიკური, ენერგეტიკული, ანტიტერორისტული, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ხასიათის საქმიანობის შესახებ. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს. წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს პოლიტიკური მეცნიერებით დაინტერესებულ მკითხველს.  





ზურაბ მეგრელიშვილი, ნინო დონდოლაძე, კონსტანტინე მეგრელიშვილი, ნანა დონდოლაძე

„ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარების ტექნოლოგიური მოწყობილობა (ატლასი)“, რსუ 2011

ავტორთა მიერ წარმოდგენილია თანამედროვე ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარების ტექნოლოგიური აღჭურვის და მილების სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლები, გამოყენების პირობები, მოყვანილია მათი გამოსახულება და ტექნოლოგიური ნახაზები, აღწერილია მოქმედების პრინციპები. ატლასი სრულ წარმოდგენას იძლევა არსებულ ფოლადის რეზერვუარებზე და მის ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე. ატლასს თან ერთვის CD დისკი, რომელზეც მოცემულია ინტერაქტიული რეზერვუარი. იგი საშუალებას იძლევა პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით პირდაპირ მოვიძიოთ სასურველი მოწყობილობა. წიგნი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.  




იური ბიბილეიშვილი

„პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, რსუ 2011

წიგნში წარმოდგენილია ოთხი ათეული წლის მანძილზე პროფესორ იური ბიბილეიშვილის მიერ ბათუმის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი „პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, რომლის ძირითადი მეცნიერულ–პედაგოგიური დებულებები გამყარებულია თეორიულად დასაბუთებულ და პრაქტიკულ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ შეხედულებებზე. ავტორის მიერ პედაგოგიურ მეცნიერებაში დამკვიდრებული არგუმენტირებული დასკვნები და რეკომენდაციები სავსებით პასუხობენ გოეთეს გამონათქვამს: “ეჰ თეორია ჩემო კარგო უფერულია, მაგრამ ოქროს ხე სიცოცხლისა მუდამ მწვანეა.“ წიგნში გაშუქებულია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები,როგორიცაა აღზრდის ეროვნული და კლასობრივი ბუნება, სრული განათლების კონცეფცია (სასულიერო და საერო), კარგად სწავლების დიდაქტიკური პრინციპი და ა.შ. გამოცდილი პედაგოგისა და მეცნიერის რჩევები და რეკომენდაციები დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგიური მეცნიერებით დაკავებულ სპეციალისტებს.  
     


 

აკად. როინ მეტრეველი

ოქროს ხანა

ინგლისურ ენაზე გამოიცა აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნი “ოქროს ხანა”. მასში ზოგადად წარმოდგენილია საქართველოს ისტორიის ცალკეული პერიოდის ამსახველი ისტორიული მასალა, ქართული რენესანსის ყოფითი კულტურა, მდიდარი თვალსაჩინოებით.

 



 


 

 

აკად. ვარლამ თოფურია და სიმონ ყაუხჩიშვილი

რუსულ-ქართული სასკოლო ლექსიკონი

ნახევარი საუკუნის შემდეგ მეოთხედ გამოიცა აკად. ვარლამ თოფურიასა და სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მასში საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ამსახველი ლექსიკა ამოღებულია. ახალ გამოცემულ ლექსიკონში სიტყვანი გადამუშავებული სახით არის შესული.

ნაშრომში ტერმინოლოგიური ლექსიკონების მონაცემთა მიხედვით დაზუსტებულია სიტყვების თარგმანი. აკადემიკოსების ვ. თოფურიასა და ს. ყაუხჩიშვილის ლექსიკონი შევსებულია ახალი სიტყვებით.

 

 


 

აკადემიკოსი როინ მეტრეველი

საქართველოს მეფეები და პატრიარქები

ნაშრომში შესწავლილია მეფისა და პატრიარქის ინსტიტუტი, მათ ძალაუფლებასთან დაკავშირებული რიტუალები,მეფის კურთხევისა და ხელისუფლების ღვთიური წარმომავლობის მტკიცებულება. მეფე და პატრიარქი შეხმატკბილებულად მართავდნენ ქვეყანას. ნაშრომი ილუსტრირებულია.

მასში წარმოდგენილია ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა პორტრეტები. წიგნში დანართის სახით მოცემულია საერო და სასულიერო პირთა მოღვაწეობის აღმნიშვნელი ქრონოლოგიური ნუსხა,კურთხევა მირონისა, წესი და განგება მეფეთ კურთხევისა (XIII საუკუნე)

 

 


 

ვლადიმერ მახარაძე
ფარმაცია

საგამომცემლო სახლმა „ინოვაცია“ დაბეჭდა საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიის „ჰეკატე“ დამაარსებლის, პროფესორ ვლადიმერ მახარაძის მორიგი მეოთხე წიგნი „ფარმაცია“. წიგნში ფარმაციის დარგში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შესწავლილია ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის და მართვის, ბიზნეს-ადმინისტრირების, ფარმაცევტული კანონმდებლობის, ტერმინოლოგიის, ერთიანი სიმბოლიკის, სააფთიაქო კოსმეტიკის, რაციონალური ფარმაკოთერაპიის, აჭარაში ფარმაცევტული მრეწველობის განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები

ნაშრომში მკითხველი ბევრ საინტერესო მასალას გაეცნობა სახალისო ფარმაციის სამყაროდან. ასევე მასში წარმოდგენილია სამედიცინო -პროფილაქტიკური დანიშნულების, წამლის მოხმარების და მისი ფალსიფიცირების თავიდან აცილების, ფარმაცევტული საქმიანობის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი დასკვნები და რეკომენდაციები.

 


 

სამეცნიერო ჟურნალი

ბიზნესი და მენეჯმენტი N2

სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მიიღო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მიერ გამოცემული საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო– ანალიტიკური ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი N2“. სამეცნიერო ჟურნალი რეფერირებადი და რეცენზირებადია. ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი როსტომ ბერიძე. ჟურნალში წარმოდგენილი სტატიები ძირითადად ეხება ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნეს –გარემოს, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ტურიზმის, ფინანსების აქტუალურ საკითხებს. აღნიშნულ კრებულში სხვა სტატიებთან ერთად ჩვენი ყურადღება მიიპყრო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნინო ლიპარტელიანის და ნანა ახალაიას სტატიამ „კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვა–განვითარება ბათუმში“. სტატიაში წარმოდგენილია ამ პერიოდში ბათუმში არსებული საწარმო თუ სავაჭრო საზოგადოების მიერ წარმოებული პროდუქციის სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგრამ  არ არის მასზე მითითებული გამოყენებული წყარო, რაც საეჭვოს ხდის მის პირველადობას. მათ მიერ გამოყენებული ლიტერატურის სიაში მინიშნებულნი არ არიან ამ პრობლემაზე მომუშავე ბათუმელი ისტორიკოსები, რომელთაც ამ საკითხზე ფუნდამენტური ნაშრომები შექმნეს. სამეცნიერო ჟურნალში მკითხველი ბევრ საინტერესო სტატიას წაიკითხავს.

 


სამეცნიერო კრებული

 

ფსიქოლოგიური გამოკვლევები N4

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა გამოსცა სამეცნიერო კრებული „ ფსიქოლოგიური გამოკვლევები N 4“ სამეცნიერო კრებულის რედაქტორები არიან პროფესორები ნოდარ ბარამიძე და გურამ ჩაგანავა. მასში წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიები ძირითადად ეხება ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის აქტუალურ საკითხებს.

 

 

 

 


 

წიგნის პრეზენტაცია

ბრძოლა ბათუმისთვის 1921 წლის 18 -20 მარტი

2011 წლის 18 მარტს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მოეწყო ახალ გამოცემული წიგნის „ბრძოლა ბათუმისთვის 1921 წლის 18 -20 მარტი“ პრეზენტაცია. შეკრებილ საზოგადოებას წიგნის ავტორები წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული პროფესორები ოთარ ჯანელიძე და მალხაზ მაცაბერიძე. ჭეშმარიტად კარგი საქმე გაკეთდა. დღეს ხშირად სატელევიზიო გადაცემებში თუ კერძო საუბრებში გაიგონებთ ამ პერიოდში ბათუმში მიმდინარე მოვლენების არასწორ, არაობიექტურ შეფასებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ბათუმის უახლესი ისტორიის საკითხებით ნაკლებადაა ინფორმირებული. აუცილებელია ბათუმის უახლესი ისტორიის საკითხებს პრესითა თუ ტელევიზიით გაეწიოს პოპულარიზაცია. ბათუმელი და თბილისელი მეცნიერების მიერ შესრულებული ერთობლივი სამეცნიერო შრომების კრებული მდიდარ წყაროთმცოდნეობით მასალას ეყრდნობა და ბევრ სიახლეს მოიცავს. აღნიშნული წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს ბათუმის უახლესი ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.

 


 

ახალი წიგნები

 

ოლეგ ჯიბაშვილის
რუსეთ–ოსმალეთის 1768–1774 წწ. ომი და სამხრეთ საქართველო

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მიიღო ,ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ისტორიის დოქტორის ოლეგ ჯიბაშვილის მონოგრაფია „რუსეთ–ოსმალეთის 1768–1774 წწ. ომი და სამხრეთ საქართველო“. ახალგაზრდა მეცნიერი საარქივო დოკუმენტების და დამოწმებული ისტორიული ლიტერატურის საფუძველზე აკეთებს მნიშვნელოვან  დასკვნებს, რაც უდავოდ დააინტერესებს საქართველო რუსეთის ურთიერთობათა პრობლემებზე მომუშავე მკვლევარებს. მონოგრაფიის ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ 1768-1774 წწ. რუსეთ–თურქეთის ომმა მსოფლიოს მთელი სიცხადით დაანახა ოსმალეთის სისუსტე და შინაგანი რღვევა.  უნდა ითქვას, რომ ამ ომის შედეგად 1774 წლიდან (ქუჩუკ–კაინარჯის ზავი) 1783 წლამდე (გიორგიევსკის ტრაქტატამდე) საქართველო 9 წელი იყო დე–იურე დამოუკიდებელი. გენერალ ტოტლებენის მარცხს საქართველოში თვით რუსებიც აღიარებდნენ. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე იაზიკოვი პანინს აცნობებდა, რომ ტოტლებენმა რუსეთს საქართველოში სამარცხვინო სახელის მეტი არაფერი არ მოუტანია. მართალია მკვლევარის შესასწავლ საკითხს არ წარმოადგენდა ამ პერიოდში ბათუმში მიმდინარე საზოგადოებრივ პოლიტიკური პროცესები, მაგრამ სასურველი იყო ორიოდე სიტყვით მაინც თქმულიყო ბათუმის რეგიონის შესახებ. ამ მხრივ საინტერესოა კაპიტან ლვოვის შეტყობინება ანნინისადმი, სადაც ნათქვამია ,რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გურიასა და თურქეთ შორის მთებში დასახლებული აჭარლები თურქეთის ქვეშევრდომობას მთლიანად განუდგა, ისე, რომ როდესაც ახალციხის ფაშა მათ დასაწყნარებლად თურქეთის ჯარით აჭარაში შევიდა, ამ ხალხმა ფაშა დაამარცხა და აჭარიდან განდევნა. ნაშრომში ახლებურად არის დანახული და შეფასებული ამ პერიოდის პრობლემური საკითხები, რასაც იმედია მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.

 


 

ვახტანგ გურული
საქართველო–რუსეთის ურთიერთობა 1483-1921 წწ.

დაიბეჭდა პროფესორ ვახტანგ გურულის მორიგი წიგნი „საქართველო–რუსეთის ურთიერთობა 1483-1921 წწ.“ უკვე დიდი ხანია პროფესორი ვახტანგ გურული ნაყოფიერად იკვლევს საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პრობლემებს, რასაც მან არაერთი წიგნი უძღვნა. ახალგამოცემულ ნაშრომში რუსეთი წარმოჩენილია როგორც საქართველოს დამპყრობელი.  ბატონ ვახტანგს მრავალი ისტორიული ფაქტი და მოვლენა ახლებურად აქვს გაშუქებული. იგი უარყოფითად აფასებს ერეკლე მეორეს პრორუსულ ორიენტაციას და აღნიშნავს, რომ მან პრაქტიკულად უარი თქვა პრო–ირანულ და პრორუსულ ორიენტაციებს შორის ლავირებაზე და ქართლ–კახეთის ხსნა მხოლოდ პრორუსულ ორიენტაციას დაუკავშირა. უნდა ითქვას, რომ მეფე ერეკლე დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა მანევრირების პოლიტიკას და ეწეოდა ორმაგ დიპლომატიურ თამაშს. მან ამ მიზეზის გამო იმერეთის შემოერთებაზეც კი უარი განაცხადა, მაგრამ როცა ქვეყანა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაშინ იგი იძულებული გახდა გადაედგა პრაქტიკული ნაბიჯი რუსეთისკენ. 1794 წლის შემდეგ საქართველოში დიდი ომიანობა შეჩერდა. რასაკვირველია მაშინ უკვე მოხუცებულმა ერეკლე მეორემ წინასწარ ვერ გაითვალისწინა, რომ  სიკვდილის შემდეგ მისი შვილების არასწორ ქმედებებს მოჰყვებოდა მეფობის გაუქმება საქართველოში. მართალია მან ვერ შეძლო მტერი მტრის ხელით გაენადგურებინა, მაგრამ სამი საშიში მტრიდან ერთი აირჩია და ამით საქართველო გადაარჩინა ქვეყნის დაშლა– დაქუცმაცებას. ბატონი ვახტანგი ნაშრომში აღნიშნავს კიდევაც, რომ იმხანად ტრაქტატის არშესრულების გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა და მისი ამოცნობა ქართველი დიპლომატებისათვის ძალზე ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველოს მტერთან არაერთი მფარველობითი ხელშეკრულება დაუდია და მას დადებითი შედეგები მოჰყოლია. ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილ დასკვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობისთვის.

 


 

იური ბიბილეიშვილი
საქართველოსათვის

1956 წლის 9 მარტის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება პროფესორ იური ბიბილეიშვილის მემუარული ხასიათის ბროშურა „საქართველოსათვის“. ბატონი იური იმ ძნელად დასავიწყებელ დღეების უშუალო მონაწილე გახლდათ. მისთვის დღესაც მოუშუშებელია იმ დროს მიყენებული ჭრილობა. საბჭოთა ხელისუფლების მესვეურთა მიერ ირონიულად, ცუდ კონტექსტში სტალინისა და საქართველოს მოხსენიებას მოჰყვა გამოსვლები თბილისსა და ბათუმში. ბათუმში სტუდენტურ გამოსვლებს მოჰყვა დაპატიმრებები. ბატონი იური ორი წლით გადაასახლეს მორდვეთში. სასჯელი უფრო მკაცრი იქნებოდა, რომ არა დავით მამულაძე, რომელსაც დისიდენტი დიდად ემადლიერება. მემუარები იმდენად გულწრფელია, რომ მისი წაკითხვისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს 1956წ. 9 მარტის მიტინგიდან გადმოცემულ ინტერვიუს ისმენ. ბატონმა იურიმ ყოველგვარი შელამაზების გარეშე ჩვენს ცნობიერებაში ის ავად მოსაგონარი დღეები გააცოცხლა.

 


 

მალხაზ სიორიძე
ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან

დაიბეჭდა პროფესორ მალხაზ სიორიძის მორიგი ნაშრომი „ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან“. ბატონი მალხაზი უკვე დიდი ხანია იკვლევს ბათუმის წარსულს. ამ საკითხს მან რამდენიმე წიგნიც უძღვნა. აღნიშნულ ნაშრომში მდიდარი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე წარმოჩენილია ბათუმის როლი და მნიშვნელობა  XIX  –XXსს. საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში. წიგნში მკითხველი ასევე გაეცნობა ბათუმის კულტურის ისტორიის, სამხედრო–სტრატეგიული და საქალაქო ცხოვრების ცალკეულ საკითხებს. პროფესორ მალხაზ სიორიძის ისტორიული გამოკვლევა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიოგრაფიაში.

 



 

მონოგრაფიაში შესწავლილია
ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთი ,,ქვეყანა’’- შავშეთი. საველე ექპედიციების დროს შეკრებილ მასალებზე, ისტორიულ და სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ავტორები ცდილობენ შექმნან შავშეთის ქვეყნის ერთიანი სურათი, კერძოდ, ნაშრომში პირველადაა შესწავლილი შავშეთის ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები, ეთნოლოგიური ყოფა, ფოლკლორი, ტოპონიმია, შავშური დიალექტი... წიგნს ერთვის ფოტომასალა, შავშეთის რუკა და დიალექტური და ფოლკლორული მასალები ლექსიკონითურთ.

მონოგრაფია პირველი ცდაა შავშეთის კომპლექსური შესწავლისა. ვფიქრობთ, იგი კარგ სამსახურს გაუწევს ისტორიკოსებს, ენათმეცნიერებს, ეთნოლოგებს, ფოლკლორისტებს და ისტორიული სამხრეთ საქართველოთი დაინტერესებულ მკითხველებს.

 





Я. И. Диасамидзе,  Ш.И. махарадзе

Полные полугруппы бинарных отношении. монография
Москва 2010

ცნობილია,რომ ყოველი ნახევარჯგუფი ბინარულ მიმართებათა რომელიღაც ნახევარჯგუფის იზომორფულია. ამის გამო ბინარულ მიმართებათა ნახევარ­ჯგუ­ფების შესწავლით საზოგადოდ ნახევარჯგუფები შეისწავლება. ბინარულ მიმარ­თებათა ნახევარჯგუფების შესწავლის სირთულე გამოწვეულია იმით, რომ ისინი საზოგადოდ არ წარმოადგენენ რეგულარულ ნახევარჯგუფებს. სწორედ ეს ართუ­ლებს მათ ტექნიკურ გამოკვლევას.
მეტად საინტერესოა ბინარულ მიმართებათა ნახევაჯგუფებისა და მათი კლასების შესწავლა გაერთიანებათა X-ნახევარმესერების გამოყენებით. ზუსტად ამ ახალ მიმართულებას ეძღვნება წინ მდებარე მონოგრაფია. წიგნი საინტერესო იქნება მათემატიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის და მეცნიერ მუშაკებისათვის.

 

 


გამოწერილი ჟურნალ-გაზეთების დასახელება (2011 სასწავლო წელი)


 

ახალი წიგნები

რომა ღვამიჩავასა  და მიხეილ შავდია
,,ონკოლოგია“

გამომცემლობა,,ჯისიაი“
თბილისი 2010 წელი

,,ონკოლოგია“ განკუთვნილია                              
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის,
აგრეთვე,ონკოლოგების პალიატიური მზრუნველობის,ოჯახისა და სხვა სპეციალიზაციის ექიმებისათვის.ის დაეხმარება ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციისა და სკრინინგის წარმოებაში,ონკოლოგიური პაციენტის კლინიკური თავისებურების გარკვევასა და დიაგნოსტიკაში პროგნოზის განსაზღვრასა და მონიტორინგის განხორციელებაში. წიგნი სახელმძღვანელოდაა რეკომენდირებული საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და თსუ მედიცინის  ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.

 


ახალი წიგნები

ლევან მეტრეველი
"ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები"
6 ივლისი, 2007 წელი
თბილისი, საქართველო

სახელმძღვანელოს ამოცანაა ნორმალური სტრუქტურების მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებები ლოგიკურ კავშირში მოიყვანოს ზოგად ნევროლოგიაში მიღებული ტოპიკური დიანგოსტიკის პრინციპებთან. ეს ერთი მხრივ გაზრდის სტუდენტის მიერ მასალის დამახსოვრების კოეფიციენტს და მეორე მხრივ დაეხმარება კლინიკური ნევროლოგიის შესწავლაში. ,,ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლების“ მიზანია მკითხველს შეუქმნას ერთიანი წარმოდგენა ნერვული სისტემის სტრუქტურაზე, ფუნქციაზე, განვითარებაზე, ქიმიურ და ბიოლოგიურ თავისებურებებსა და მისი დაზიანების სპეციფგიკაზე.



ახალი წიგნები

ა. ბაკურიძე, ე. კვესიტაძე, დ. ღაღანიძე
"თანამედროვე ბიოტექნოლოგიის შესავალი"
თბილისი 2009

ნაშრომი წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე ბიოტექნოლოგიების შერწყმას, რომელშიც განხილულია გენური ინჟინერია და გენმოდიფიცრებული ორგანიზმების უსაფრთხოება. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ქვეყანაში არსებული და ავტორთა ვარაუდით თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პერსპექტიული მიმართულებანი.

იგი დახმარებას გაუწევს ბიოტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის, აგრარული სპეციალობის მაგისტრებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე საკითით დაინტერესებულთ.



Университетской библиотеке в подарок передана книга Варшаломидзе Г.Х. “Современные методы и технологии бурения нефтяных и газовых скважин”.
Тбилиси, 2010 – 1001 с.

Монография утверждена редакционно-издательским советом ГТУ 22.07.2010, протокол №5.

В монографии профессора Г.Х. Варшаломидзе рассмотрены вопросы техники и технологии бурения глубоких скважин на нефть и газ. Монография из 6 глав. В 1 главе даны сведения по   oбщей и нефтепромысловой геологии.

В следующих главах дано описание буровых установок и их основных узлов, инструментов , в том числе тех, которые серийно выпускались в конце XX века в СССР и которые до сих пор используются на нефтепромыслах СНГ.

Книга предназначена для студентов, магистрантов, докторантов, нефтяников, непосредственно занятых на производстве.


მერაბ ტურავა

”ევროპული სისხლის სამართალი”

გამომცემლობა ”მერიდიანი”

თბილისი 2010 ნაშრომი წარმოადგენს ევროპული სისხლის სამართლის სფეროში ქართულ ენაზე გამცემულ პირველ წიგნს. ეს არის სრულიად ახალი საუნივერსიტო სასწავლო დისციპლინა. წიგნის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ”ევროპული სისხლის სამართლის” ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულების განვითარებას.




N. Stambolishvili
ნ. სტამბოლიშვილი


DEUTSCH-GEORGISCHES PHRASEOLOGISCHES WORTERBUCH
გერმანულ-ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი


გამომცემლობა ”შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

ბათუმი-2010 გერმანულ-ქართული ფრაზზეოლოგიური ლექსიკონი გვთავაზობს არა მარტო გერმანული და ქართული ენების ხშირად ხმარებულ და ხატოვნებით გამორჩეული იდიომატურ გამოთქმებს, არამედ ისეთ ქართულ ფრაზეოლოგიებსაც, რომელიც ხშირად არ გამოიყენება ყოველდღიურ ხმარებაში, მაგრამ შემონახულია ქართველი კაცის ცნობიერებაში და მათი კომუნიკაციაში გააქტიურება სამეტყველო ნორმად ქცევის შესაძლებლობას იძლევა. ლექსიკონი დახმარებას გაუწევს საშუალო და უმაღლეს სასწავლებლების პედაგოგებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მთარგმნელებს და ყველა საკითხით დაინტერესებულ პირებს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა პროფესორ ვაჟა ჩანტლაძის წიგნი ”ადამიანის თავისა და კისრის ნორმალური ანატომიის ატლასი”. ნაშრომი 8 თავისა და 269 განმარტებული ილუსტრაციისაგან შედგება.

იგი ამომწურავად შეიცავს თავისა და კისრის მიდამოს ყველა ორგანოს, ელემენტს თუ წარმონაქმნს, რომელიც მოცემულია თითქმის ყველა შესაძლო რაკურსში სივრცობრივი წარმოდგენის გასაადვილებლად.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ატლასი აღიარებულია სახელმძღვანელოდ მედიცინის და სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.





მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა ცენტრის მიერ გამოშვებული წიგნ „სტატიები განათლების საკითხებზე“. (5 ეგზემპლარი, გამოცემა 2010) აღნიშნული კრებული წარმოადგენს უცხოურ გამოცემაში მოძიებული სტატიების კომპილაციას. ყველა სტატიას მთავარი თემა-განათლება აერთიანებს. წარმოდგენილი კრებული დახმარებას გაგიწევთ სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესებასა და პრპფესიულ განვითარებაში.

უზენაესი სასამართლოს სასამართლო სტატისტიკისა და ინფორმატიზაციის განყოფილებამ, ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა სტატისტიკური კრებული „მართლმსაჯურება საქართველოში 2009 წლის სტატისტიკა“ 1 ეგზემპლარად.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ლამარა და მანანა ოდიშელებმა საჩუქრად გადმოსცა ჯუმბერ ოდიშელის კრებული ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები წიგნში შესულია სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიები, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის დეპარტამენტმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა შრომები, კრებულში წარმოდგენილია 2010 წლის 16-24 ივნისს გამართული პროფესსორ-მასავლებელთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები. (გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2010)


ახალი ჟურნალები
2012 წლის მარტსა და აპრილში შემოსული პერიოდიკის ჩამონათვალი

 

N

დასახელება

ჟურნალის N

წელი

 

1

ადვოკატი მეოხი

3

2012

 

2

აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები

2.3.4.

2012

 

3

ბუღალტრული აღრიცხვა

2.3.4

2012

 

4

გადასახადები

1.2-3

2012

 

5

გადასახადები და აღრიცხვა

5.6.7.8.9.10

2012

 

6

გუმბათი

9.10.11.12.13

2012

 

7

გულახდილი საუბრები

1.2.3.4.5

2012

 

8

ეკონომიკა

1-2. 3-4

2012

 

9

ისტორიანი

3.4.5

2012

 

10

კარიბჭე

5.6.7.8.9.10.11

2012

 

11

ლიტერატურული პალიტრა

4,5

2012

 

12


საპატრიარქოს უწყებანი

9,10,11,12,13,14,15,16,17,18,19,20

2012

 

13

საქართველოს ეკონომიკა

2,3,4

2012

 

14

Агрохимия

4

2012

 

15

Атмосфера

4

2012

 

16

Банковские технологии

4

2012

 

17

Бюлетень Европейского Суда по правам человека

4

2012

 

18

Вода химия экология

4

2012

 

19

Вокруг Света

3,4,5,6

 

 

20

Вопросы экономики

4

 

 

21

Дипломатическая служба

4

2012

 

22

Иностранная Литература

2,3,4

2012

 

23

Компьютерпресс

2,3,4

2012

 

24

Наука и Жизнь

3,4,5

2012

 

25

Радио

3,4,5

2012

 

26

Теоритическая и математическая физика

1

2012

 

27

Химия и жизнь XXI век

4

2012

 

28

журнал для профессионалов. Программирование на C/C++

4

2012

 

29

журнал для профессионалов. WEB- разработка: ASP, WEB-сервиси XML

4

2012

 

30

WEB- Дизаин для профессионалов

4

2012

 

31

COMPUTER-BILD/ Компютер билд

7.9

2012

 

32

Discovery

7

2012

 

33

Le point

2061

2012

 

34

Земледение

4

2012

 

35

Сельский механизатор

4

2012

 

36

Психология обучения

4

2012

 

37

Вопросы культурологий

4

2012

 

38

Иновации в образовании

4

2012

 

39

Генетика

4

2012

 

40

Педагогика

3

2012

 

41

Нефтегазовые технологий

4

2012

 

42

Начальная школа плюс до и после

4

2012

 

43

Реферативный журнал БИОЛОГИЯ
Ботаника (Высшие растения)

4

2012

 

44

Реферативный журнал ГЕОГРАФИЯ
география зарубежной Европы, география зарубежной Азии и Африки. география Америки, Австралии, океании и Антарктики

4

2012

 

45

Реферативный журнал ГЕОФИЗИКА
океанология. гидрология суши. гляциология

4

2012

 

46

Реферативный журнал МАТЕМАТИКА
математический анализ

4

2012

 

47

Реферативный журнал ЭКОНОМИКА ПРОМЫШЛЕННОСТИ
экономика агропромышленного комплекса

4

2012

 

48

The Econpomist

5

2012

 

 


უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მკვიდრდება ელექტრონული კატალოგით მომსახურება, რომელიც ეტაპობრივად ივსება.

ელექტრონულ კატალოგს შემდეგი უპირატესობა აქვს: ითავსებს ყველანაირ ტრადიციული (ბარათული) კატალოგის ფუნქციებს;

ინფორმაციის მოძიება შეიძლება წარიმართოს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით;

ძიება მიმდინარეობს სწრაფად;

ელექტრონული კატალოგის განახლება ყოველთვის შესაძლებელია

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტით შეუძლია გახსნას ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები და გაიგოს, თუ რა ლიტერატურას შეიცავს მისი ფონდები.

ბიბლიოთეკა მუშაობს საქართველოს ელექტრონული ბიბლიოთეკების ქსელში გაერთიანებაზე.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნების მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია ელექტრონული ვერსიების შექმნა, რათა (სასწავლო და კვლევითი პროცესი უზრუნველყოფილი იქნას სათანადო ლიტერატურით). 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
© 2006-2010

დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ